Accentnews.ge
 ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე: "ოპოზიცია ჯოჯოხეთში მოხვდება"

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე: "ოპოზიცია ჯოჯოხეთში მოხვდება"

21/11/2019 14:12:32 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, აცხადებს, რომ ოპოზიცია ჯოჯოხეთში მოხვდება.

„2012 წლიდან ვისმენთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას" დაასრულებს, მაგრამ რეალურად რასაც ვხედავთ, ისინი რა მოძალადეებიც იყვნენ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ახლაც იგივეს აგრძელებენ. უბრალოდ, მათ ბერკეტები აღარ აქვთ და რა ბერკეტიც შემორჩათ, იმას იყენებენ. ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ჯოჯოხეთში ისინი თავად მოხვდებიან, რადგან დიდ რუსთაველს თუ დავესეხებით, ბოროტს კეთილი ამარცხებს“, - განაცხადა კილაძემ.

მანამდე ოპოზიციში განაცხადეს, რომ "საზოგადოების გადაგდებისთვის ხელისუფლებას "ჯოჯოხეთს მოუწყობენ". "ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე კი დაინტერესდა, საიდან იციან ოპოზიციის წარმომადგენლებმა, როგორია ჯოჯოხეთი და ზოგადად, ვინ არის ნამყოფი იქ.

„ოპოზიციამ იცის, რა არის ჯოჯოხეთი, მორწმუნეები არიან? ან ჯოჯოხეთში ვინმე ნამყოფია? საარჩევნო სისტემაზე პოლიტიკური სპექტრი ერთიანი იყო, მაგრამ საზოგადოების მხარდაჭერა არ ჰქონდა, მობილიზებული იყო პოლიტიკური აქტივი. მიმაჩნია, რომ ეს საკითხი საზოგადოებამ აღიქვა არა როგორც ზეეროვნული საკითხი, არამედ როგორც ტაქტიკური საკითხი. როდესაც ზეეროვნულ საკითხს ეხება საქმე, ყველა ერთსულოვნად გამოვხატავთ პროტესტს, მაგრამ ისეთ ტაქტიკურ საკითხზე, როგორიც არჩევნებია, საზოგადოების მასობრივი პროტესტი არ გამოიწვია, თუმცა საზოგადოებაში გარკვეული იმედგაცრუება იყო. ეს სიტუაცია მეც არ მომეწონა, მხარს ვუჭერდი პროპორციულ არჩევნებს. ამ ცვლილებით „მრეწველები“ ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული პარტიაა“, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S