
EPP: "იმედგაცრუებულები ვართ მმართველი პარტიის ცინიკური და უსამართლო ნაბიჯით"
21/11/2019 10:22:51 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
„ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) საქართველოში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია "მმართველი პარტიის ცინიკური და უსამართლო ნაბიჯით".
„საქართველოში პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ამჟამინდელ მთავრობას, ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან, პატივი სცეს შეკრების თავისუფლებას და მოლაპარაკებების მაგიდასთან განიხილოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები. კომპრომისის მოძებნის ჩავარდნა ქვეყანას საშიშ გზაზე დააყენებს, რაც გამოიწვევს საქართველოს მეგობრების სერიოზულ იმედგაცრუებას და სარგებელს მოუტანს მხოლოდ მათ, ვისაც საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან აცდენა სურს“, – ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაში.