
შვეიცარიის სპეცსამსახურს ქვეყანაში რუსი და ჩინელი ჯაშუშების რაოდენობა აშფოთებს
27/06/2023 07:13:09 ევროპა
შვეიცარიის სპეცსამსახურმა გამოაქვეყნეს სახელმწიფო უსაფრთხოების ყოველწლიური ანგარიში. მოხსენებაში მითითებულია, რომ ქვეყანაში ათობით რუსი საიდუმლო აგენტი აგრძელებს მუშაობას დიპლომატიის საფარქვეშ და შვეიცარია რუსული ჯაშუშობის ერთ-ერთ ცხელ წერტილად რჩება.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბოლო წლებში ბევრი რუსი ჯაშუში იქნა გამოვლენილი და გაძევებული ევროკავშირიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან. გაძევების შემთხვევები გაიზარდა 2018 წელს დიდ ბრიტანეთში სკრიპალების ოჯახის მკვლელობის მცდელობისა და 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ. თუმცა, შვეიცარიაში მათი რიცხვი უცვლელი რჩება, რაც განსაკუთრებით საშიშია, რადგან ნეიტრალური შვეიცარია უზრუნველყოფს პლატფორმას მრავალი საერთაშორისო ინიციატივისთვის. კერძოდ, გაეროს ევროპული შტაბ-ბინა ჟენევაშია განთავსებული. იქ არსებულ რუსულ წარმომადგენლობას შვეიცარია ასევე განიხილავს დაზვერვის აგენტების შესაძლო ბაზად, რომელიც დიპლომატიური საფარველის ქვეშ მოქმედებს.
შვეიცარიის კონტრდაზვერვა თვლის, რომ ბერნსა და ჟენევაში განთავსებულ რუსულ დიპლომატიურ მისიებში აკრედიტებული 220 თანამშრომელიდან მინიმუმ მესამედი მუშაობს რუსეთის დაზვერვაში.
გარდა ამისა, შვეიცარიის სადაზვერვო სამსახური შეშფოთებულია ჩინურ დიპლომატიურ მისიებში სავარაუდო ჯაშუშების დიდი რაოდენობით, მაგრამ თვლიან, რომ ისინი ჯერ კიდევ უფრო ნაკლებნი არიან, ვიდრე რუსები.