
ჩენცოვი: ევროკავშირში განიხილავენ სცენარებს რუსეთის დაშლის შემთხვევისთვის
27/06/2023 07:43:09 ევროპა
ევროკავშირი თვალს ადევნებდა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს შეიარაღებული აჯანყების მცდელობის დროს - ამის შესახებ უკრაინის წარმომადგენელმა ევროკავშირში ვსევოლოდ ჩენცოვმა განაცხადა.
„არ ვიტყოდი, რომ ევროკავშირი უბრალოდ თვალს ადევნებდა ამ კრიზისს. რა თქმა უნდა, ჩატარდა ინტენსიური დიალოგი, მათ შორის უკრაინის ხელმძღვანელობასთან“, - განაცხადა მან.
ჩენცოვის თქმით, მოლაპარაკების ერთ-ერთი დასკვნა იყო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრო კულებას მოწოდება კიევისთვის მხარდაჭერის გაზრდის შესახებ.
დიპლომატმა ასევე კომენტარი გააკეთა გზავნილზე, რომ ბრიტანეთის მთავრობა შესაძლოა, რუსეთის მოულოდნელი დაშლისთვის ემზადებოდეს.
„ევროკავშირში დიდი ხანია მიმდინარეობს დისკუსია, რათა დამუშავდეს სცენარები ევროკავშირის, წევრი ქვეყნების ქმედებების შესახებ, მათ შორის, რუსეთის დაშლის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, თუ ამ ომმა რაღაც ასწავლა ევროკავშირს, ასწავლა ერთიანობა, მოახდინა ევროკავშირის მობილიზება, მაგრამ ასევე გვასწავლა, ვიმოქმედოთ პროაქტიულად, განვიხილოთ მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარები და არ დავეყრდნოთ რაციონალურ მიდგომას, რუსი ლიდერების აზროვნებას. ანუ მათ დღეს ესმით, რომ რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი და იქ ყველაფერი შეიძლება, მოხდეს“, - დაასკვნა მან.
ჩენცოვის თქმით, რუსეთში განვითარებული მოვლენები, სადაც ახლახანს მოხდა სამხედრო ჯანყი, "სისუსტის ნიშანია":
”მაგრამ ჩვენ ეს დიდი ხანია ვიცით. ვგულისხმობ უკრაინულ მხარეს და ევროპელ პარტნიორებს, რომლებსაც უკეთ ესმით რუსეთის, ესმით რა არის ამ ომის ნამდვილი მიზეზი. ეს არის რუსული საზოგადოების, რუსული სახელმწიფოს დეგრადაცია, რამაც გამოიწვია ეს სამხედრო აგრესია. ახლა კი ქარი, რომელიც დათესა რუსეთის ფედერაციამ და მისმა ხელმძღვანელობამ, უკვე ქარიშხლის სახით ბრუნდება თავად რუსეთში“.