Accentnews.ge
ბულგარეთის მთავრობამ უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა

ბულგარეთის მთავრობამ უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა

27/06/2023 07:56:12 ევროპა

ბულგარეთის მინისტრთა საბჭომ მხარი დაუჭირა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, – იტყობინება სამთავრობო პორტალი.

ამრიგად, მთავრობამ შეასრულა ქვეყნის ეროვნული ასამბლეის 2022 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება.

"ამ დახმარების გაწევით არ დაირღვევა ბულგარეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების საქმიანობისა და საბრძოლო მომზადების სარეზერვო ნორმები“, - ნათქვამია განცხადებაში.

გასულ კვირას ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა თოდორ თაგარევმა განაცხადა, რომ ქვეყანა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პარტიას ამზადებს.

რამდენიმე დღის წინ თაგარევმა განაცხადა, რომ ბულგარეთი შეუერთდება ევროკავშირის გენერალურ ინიციატივას უკრაინისთვის ჭურვების შეკვეთის შესახებ. ამ ინიციატივას აქამდე დროებითი მთავრობა ეწინააღმდეგებოდა და მასში ქვეყანა არ მონაწილეობდა.

მანამდე გაზეთი Welt წერდა, რომ ბულგარეთი უკრაინას ომის პირველ თვეებში ფარულად აწვდიდა იარაღსა და საწვავს. გამოცემის ცნობით, 2022 წლის გაზაფხულზე განხორციელებული მიწოდება შესაძლოა ყოფილიყო მთელი საბრძოლო მასალის 30% და დიზელის საწვავის 40%, რომელიც მაშინ უკრაინის არმიამ მიიღო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S