Accentnews.ge
სენაკში მდგრადი ენერგეტიკის დღე აღინიშნა

სენაკში მდგრადი ენერგეტიკის დღე აღინიშნა

23/06/2023 18:18:28 რეგიონები, რეკლამა

მდგრადი ენერგეტიკის დღესთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, „მერების შეთანხმება აღმოსავლეთი“ (#CoMEast) ფარგლებში, სენაკელი ახალგაზრდები, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ქვესადგურს - „მენჯი 220“ ესტუმრნენ.

სენაკის მერიის ცნობით, შემეცნებითი ტურის ფარგლებში, მოსწავლეებმა დაათვალიერეს საქართველოს ენერგომომარაგებისთვის ერთ-ერთი საკვანძო ქვესადგური, რომელიც ელექტროენერგიით ამარაგებს სენაკის, ხობის, აბაშის, მარტვილის მუნიციპალიტეტებს და ქალაქ ფოთს. სსე-ის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს ქვესადგურის მართვის პრინციპები, მიაწოდეს ინფორმაცია მაღალი ძაბვის ქსელისა და ძალოვანი ენერგეტიკული დანადგარების ფუნქციონირების შესახებ; ასევე გაეცნენ კომპანიაში მიმდინარე მასშტაბურ პროექტებს და დანერგილ თანამედროვე ტექნოლოგიებს.

მდგრადი ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში გამართული თემატური აქტივობით დასრულდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S