Accentnews.ge
სენაკის მერი ხორში-საჯიჯაოს დამაკავშირებელ გზაზე მიმდინარე მასშტაბურ სამუშაოებს გაეცნო

სენაკის მერი ხორში-საჯიჯაოს დამაკავშირებელ გზაზე მიმდინარე მასშტაბურ სამუშაოებს გაეცნო

27/06/2023 08:20:46 რეგიონები, რეკლამა

2023 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი შეემატება - ხორში-საჯიჯაოს დამაკავშირებელი გზა.

აღნიშნულ ლოკაციაზე, წლების მანძილზე შექმნილი დაზიანებები და მოშლილი ინფრასტრუქტურა მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემას უქმნიდა.

პროექტის ფარგლებში, 5კმ-მდე გზაზე, ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება.

მასშტაბური პროექტის დასრულების შემდეგ, განახლებული და კეთილმოწყობილი გზით, ორი ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობა ისარგებლებს

პროექტი, ღირებულებით - 1 963 308 ლარი, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

მასშტაბურ საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია გაეცნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S