
ფოთმა,საქართველოს დრიფტის სერიების მე-2 ეტაპს უმასპინძლა
27/06/2023 08:20:03 რეგიონები, რეკლამა
ფოთმა საქართველოს დრიფტის სერიების მე-2 ეტაპს უმასპინძლა. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო საქართველოს და მეზობელი ქვეყნების 20 -ზე მეტმა პროფესიონალმა მრბოლელმა. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
"ზაფხულის ცხელ დღეებში, ჩვენ ვაგრძელებთ სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანებისთვის გასართობი აქტივობების დაგეგმვას. ორი დღის განმავლობაში ქვეყნის საუკეთესო დრიფტერებმა, რომლებიც საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ, დაუვიწყარი სანახაობა მოუწყვეს მაყურებლებს. მნიშვნელოვანია, რომ სპორტულ სანახაობაზე დასასწრებად ქალაქს ბევრი ავტოსპორტის მოყვარული სტუმრობდა, რაც ადგილობრივ ეკონომიკაზე კარგ გავლენას ახდენს. წინ ბევრი სიახლე გველოდება, -განაცხადა ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
შეჯიბრში პირველი ადგილი ნოდო კოდუამ მოიპოვა , რომელიც ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა.