
„ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე დაკავებები გრძელდება
21/11/2019 14:30:50 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე დაკავებები გრძელდება. კერძოდ, სამართალდამცველებმა მოძრაობა "შეცვალეს კიდევ ერთი წევრი ტიტე გედენიძე დააკავეს.
ცოტა ხნის წინ პოლიციამ აქციაზე მოძრაობა "შეცვალეს" 3 წევრი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ სამი ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
პარტიის ოფისში ამჟამად „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს ხვდება.
შეხვედრის სავარაუდო თემა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია.