Accentnews.ge
პოლიციელის მიმართ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი გამონათქვამის გამო ბექა გრიგორიადისი 800 ლარით დაჯარიმდა

პოლიციელის მიმართ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი გამონათქვამის გამო ბექა გრიგორიადისი 800 ლარით დაჯარიმდა

27/06/2023 08:50:52 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად წვრილმან ხულიგნობაში სცნო.

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ბექა გრიგორიადისს ადმინისტრაციული სახდელის სახით 800 ლარი დააკისრა.

მოსამართლის განმარტებით, ბექა გრიგორიადისის მხრიდან პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადგილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს არ ჰქონია, შესაბამისად, ის აღნიშნულ ნაწილში სამართალდამრღვევად არ ცნო, თუმცა, სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოთქმის გამო, იგი წვრილმან ხულიგნობაში ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად მიიჩნია.

ბექა გრიგორიადისს პროტესტის ნიშნად, პირი და ცალი თვალი აქვს ამოკერილი.

ცნობისთვის: ბექა გრიგორიადისმა 3 ივნისს სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტი გააჟღერა. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S