
"პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩავარდა, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობა არ გვაქვს"
21/11/2019 14:39:14 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
"ქართულ ოცნებას ახლა 93 მანდატი აქვს. თავდაპირველად 115 გვქონდა, გვქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს გამოვიყენეთ ახალი კონსტიტუციის მისაღებად, რათა განგვეხორციელებინა საკონსტიტუციო რეფორმა და ჩაგვეწერა ახალ კონსტიტუციაში, რომ 2024 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდებოდა. ამის შემდეგ საკონსტიტუციო უმრავლესობა დავკარგეთ. ამდენად, ხმის მიცემამდე, საკონსტიტუციო უმრავლესობა არ გვქონდა. ჩვენ გვჭირდებოდა ოპოზიციის ჩართულობა და ოპოზიციასთან ერთად ხმის მიცემა იმ პირობით, რომ საპარლამენტო უმრავლესობიდან ყველა მისცემდა ხმას ვადის გადმოწევას. როგორც ვთქვი, სამწუხაროდ, მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ვინც ერთი წლის წინაც ამ ინიციატივის წინააღმდეგნი იყვნენ, არ მისცეს ხმა. და რადგანაც არ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, კანონპროექტი ჩავარდა".
ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ EURACTIV-თან საუბრისას განაცხადა.