Accentnews.ge
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები აშშ-ში მოლაპარაკებებს 29 ივნისამდე გამართავენ

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები აშშ-ში მოლაპარაკებებს 29 ივნისამდე გამართავენ

27/06/2023 10:01:25 კავკასია

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებში 29 ივნისამდე გაგრძელდება, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა.

„ველით, რომ მოლაპარაკებები სამშაბათს დაიწყება და ხუთშაბათამდე გაგრძელდება. სახელმწიფო მდივანი ბლინკენი შეხვდება როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს“, - განაცხადა მილერმა.

„ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ მშვიდობა მიღწევადია და რომ პირდაპირი დიალოგი არის საკითხების გადაწყვეტის გასაღებია, რათა მივაღწიოთ გრძელვადიან და ღირსეულ მშვიდობას",– ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა და დასძინა, რომ "ძალიან დელიკატური დიპლომატიური დისკუსიები" გაიმართება და რომ მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

აშშ-ის სახელმწიფო მდგივნის განრიგის მიხედვით, ენტონი ბლინკენი ჯერ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შეხვდება, 40 წუთის შემდეგ – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს, ხოლო მოგვიანებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მონაწილეობით გაიმართება სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელების სამიტი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S