
„ლელომ“ 18 ნოემბერს დაკავებულებთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტა
21/11/2019 15:16:03 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
მოძრაობა „ლელოს“ წევრებმა 18 ნოემბერს დაკავებულებთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
„ლელოს“ წევრთა განცხადებით, სასამართლომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დააკავა მოქალაქეები. სოლიდარობის ნიშნად მოძრაობის წევრებმა სიმბოლურად ხელები ყელსახვევებით შეიკრეს.
"იმ ადამიანებს, რომლებიც ასრულებთ უკანონო პოლიტიკურ დაკვეთებს, ნუ გექნებათ იმედი, რომ არჩევნების შემდეგ ისევ დაალაგებთ სიტუაციას და დარჩებით სასამართლო ხელისუფლებაში. პირობას გაძლევთ, რომ „ლელოსთან“ ვერ დაალაგებთ, განსხვავებით „ოცნებისგან“ ჩვენ მემკვიდრეობით არ გადმოვიბარებთ სასამართლო კლანს. მოგიწევთ, კანონის წინაშე, სამართლიანი სასამართლოს წინაშე პასუხი აგოთ თქვენს მიერ შესრულებული პოლიტიკური შეკვეთებისთვის. ვერ გააგრძელებთ უკანონო დავალებების შესრულებას, ვერ შეინარჩუნებთ ხელისუფლებას. პოლიტიკური რევანში არ იქნება, მაგრამ ყველას მოუწევს კანონის და სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგომა“, – განაცხადა მოძრაობა „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.