Accentnews.ge
სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის 42-ე კმ-ზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის 42-ე კმ-ზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

27/06/2023 14:20:04 რეგიონები, რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილოგზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 42-ე კმ-ზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ხოლო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანიავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის გავლით.

აღნიშნულ მონაკვეთზე დღეს დილას უხვი ნალექის გამო ადიდდა მდ. წყალწითელა და დროებით შეზღუდა საავტომობილო გზაზე მოძრაობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S