
USAID-ის დირექტორის მოადგილე: „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა თავისი საჯაროდ აღიარებული ვალდებულება"
21/11/2019 16:47:02 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
USAID-ის დირექტორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელი ბროკ ბირმანი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩავარდნის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა თავისი საჯაროდ აღიარებული ვალდებულება".
„სექტემბერში, თბილისში სტუმრობისას, საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელები მარწმუნებდნენ, რომ საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმა გავიდოდა. „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა თავისი საჯაროდ აღიარებული ვალდებულება 2020 წლის პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. რეფორმა და პოლიტიკური პლურალიზმი ახლა კიდევ უფრო კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - წერს ბროკ ბირმანი სოციალურ ქსელში.
Had a positive meeting w Georgian Parliament Speaker Archil Talakvadze where he committed that the next version of the electoral reform package will be shared publicly by the end of September. This is a critical package that will address @osce_odihr recommendations. @USAIDGeorgia pic.twitter.com/LfNLXw2C4W
— Brock Bierman (@BBiermanUSAID) September 11, 2019