Accentnews.ge
შსს-მ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო

27/06/2023 18:21:26 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია „ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლით მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ მიშა მშვილდაძემ განაცხადა, რომ თავს დაესხნენ. იგი ამბობს, რომ მას სახეში მუშტი დაარტყეს, შემდეგ წაიქცა და სანამ წამოდგებოდა, თავდამსხმელი ფიზიკურ ანგარიშსწორებას აგრძელებდა.

"კარფურის" შესასვლელში უცნობი პირი დამესხა თავს. ყურსასმენები მეკეთა, არც გამიგია თუ დამიძახა მანამდე რამე. გვერდით ჩავუარე უბრალოდ, ორი პიროვნება იდგა, არ დავკვირვებივარ. ვეჭვობ, რომ ერთ-ერთი მათგანი გამომეკიდა და პირდაპირ შესასვლელში სახეში მუშტი დამარტყა. მერე ფეხი წამოვკარი კიბეს და წავიქეცი. იგი უკნიდან ცდილობდა, რომ ერტყა და ერტყა კიდევ. შესასვლელში კამერა არის, ვხედავ. შიგნითაც იქნება სუპერმარკეტში კამერები. ალბათ, გაიქცნენ იმიტომ, რომ მერე დაცვა მოვიდა, დაახლოებით 15-20 წამი გრძელდებოდა ეს. შეძახილი, რაც გავიგონე, ყურსასმენი რომ მოვისენე, ახსენა პატრიარქი "შენ პატრიარქს როგორ აგინებ" თუ რაღაც მსგავსი", - აცხადებს, "ფორმულას" ცნობით, მშვილდაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S