
სომხეთი აზერბაიჯანს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, ბაქოში ბრალდებას უარყოფენ
28/06/2023 09:01:41 კავკასია
სომხეთი აზერბაიჯანს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.
"ოთხი ეთნიკურად სომეხი სამხედრო ემსხვერპლა აზერბაიჯანის მიერ გახსნილ ცეცხლს", – აცხადებს სომხური მხარე.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს:
"ჩვენს პოზიციებს გაუხსნეს ცეცხლი მთიანი ყარაბაღიდან და დაიჭრა ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი".
სამინისტროს არაფერი უთქვამს მთიანი ყარაბაღის წარმომადგენელთა განცხადებაზე, რომლის თანახმად, აზერბაიჯანის მხრიდან გახსნილ ცეცხლს ოთხი სომეხი სამხედრო ემსხვერპლა.
ინციდენტის შესახებ ცნობები ვრცელდება იმ ფონზე, როცა 27 ივნისს ვაშინგტონში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სამდღიანი სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყო.
ცნობისთვის: მთიანი ყარაბაღი და მიმდებარე აზერბაიჯანული რაიონები 1990-იანების დასაწყისიდან სომხური მხარის კონტროლქვეშ იყო. გასული წლის სექტემბრის ბოლოს აზერბაიჯანმა ტერიტორიების დაბრუნების მიზნით შეტევა წამოიწყო. შედეგად ბაქომ დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ირგვლივ მდებარე ყველა რაიონსა და იმ რესპუბლიკის ნაწილზეც, რომელსაც მსოფლიოს არც ერთი სახელმწიფო არ აღიარებს.