Accentnews.ge
ზელენსკი არ აპირებს, მიიღოს წინადადება, რომელიც კონფლიქტს გაყინავს

ზელენსკი არ აპირებს, მიიღოს წინადადება, რომელიც კონფლიქტს გაყინავს

28/06/2023 14:29:45 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 ივნისს პარლამენტში უკრაინის კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამოსვლისას განაცხადა, რომ ის არ მიიღებს არც ერთ სამშვიდობო წინადადებას, რომელიც მისი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის ომს გაყინულ კონფლიქტად აქცევს.

ამასთან, ზელენსკის თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობამ პასუხი უნდა აგოს უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის.

„რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა არ უნდა გაექცეს მართლმსაჯულებას იმის გამო, რომ მათ აქვთ იმუნიტეტი, როგორც სახელმწიფო ლიდერებს!ისინი არ არიან სახელმწიფოს ლიდერები - ისინი არიან ბანდიტები, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს კონტროლი რუსეთის სახელმწიფო ინსტიტუტებზე და დაიწყეს მთელი მსოფლიოს ტერორი“, - თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „სიგიჟით“ არის მოცული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S