Accentnews.ge
ზელენსკი: უკრაინის გამარჯვებით არაერთი ქვეყანა მოიგებს, მათ შორის – საქართველო

ზელენსკი: უკრაინის გამარჯვებით არაერთი ქვეყანა მოიგებს, მათ შორის – საქართველო

28/06/2023 15:55:25 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის რუსეთთან გამარჯვებით არაერთი ქვეყანა მოიგებს, მათ შორის საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, კავკასიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები.

"უკრაინის NATO-ში გაწევრიანება იქნება ძლიერი სიგნალი მსოფლიოსთვის, რომ ეს გამარჯვებულთა კავშირია და მას მორალური უპირატესობა აქვს. იმისთვის, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება რეალობად იქცეს, აუცილებელია, რომ ალიანსის ყველა წევრმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას კრემლისკენ ყურება შეწყვიტოს",– თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ბლოკი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიას გასცემს, ხოლო უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები NATO–ს სხვა წევრების უსაფრთხოებასა და დაცვას უზრუნველყოფენ.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი გაყინული კონფლიქტი არის ომი, რომელიც "აუცილებლად გაჩაღდება, კითხვა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, თუ როდის?". ამიტომ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა არასოდეს დათანხმდება გაყინული კონფლიქტის არც ერთ ვარიანტს და რომ უკრაინის მშვიდობის ფორმულას უნივერსალური სარგებელი აქვს:

"რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვებით არაერთი ქვეყანა ისარგებლებს: საქართველო, მოლდოვა, ბელარუსია, კავკასიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S