Accentnews.ge
ტრასი გამოვიდა მოწოდებით, მოემზადონ პუტინის რეჟიმის შესაძლო ჩამოშლისთვის

ტრასი გამოვიდა მოწოდებით, მოემზადონ პუტინის რეჟიმის შესაძლო ჩამოშლისთვის

28/06/2023 20:07:02 პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა მთავრობას მოუწოდა, რუსეთში ვლადიმირ პუტინის რეჟიმის ჩამოშლის შემთხვევისთვის სამოქმედო გეგმა შეიმუშაოს,– წერს Sky News.

”ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები, მათ შორის უკრაინელები, პოლონელები, ბალტიისპირეთის ქვეყნები, უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს გეგმა, რა ხდება რუსეთის აფეთქების შემთხვევაში,” - თქვა მან თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას.

მანამდე სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ შაბათ-კვირის ამბოხებას უწოდა "პრეზიდენტ პუტინის ავტორიტეტისთვის უპრეცედენტო გამოწვევა". მისი თქმით, "ვაგნერის" აჯანყება მიუთითებს იმაზე, რომ "ბზარები ჩნდება ომისადმი რუსეთის მხარდაჭერაში". მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ დაქირავებულ სამხედროებსა და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს შორის კონფლიქტი რუსეთის შიდა პრობლემაა. ამ განცხადებას დაეთანხმა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი.

წინა დღეს ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირს რუსეთში არასტაბილურობის შემთხვევაში სამოქმედო სტრატეგიის მომზადებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ევგენი პრიგოჟინის მიერ დადგმულმა სამხედრო ამბოხებამ აჩვენა, რომ უკრაინის ომი ძირს უთხრის რუსეთის ძალაუფლებას.

„ასეთი სიტუაციისთვის სტრატეგიის მომზადებას დრო სჭირდება. ჩვენ ვიმუშავებთ მასზე. ყველა გააანალიზებს მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარებს, ”- თქვა მან ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S