Accentnews.ge
სტრასბურგმა რუსეთი 81 000 ევროთი დააჯარიმა

სტრასბურგმა რუსეთი 81 000 ევროთი დააჯარიმა

22/11/2019 06:03:37 სხვა, მსოფლიო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის“ რუსეთს თავშესაფრის მაძიებელი ოთხი მოქალაქისთვის 81 000 ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა, - იუწყება „დოიჩე ველე“.

გამოცემის ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ რუსეთმა დაარღვია თავშესაფრის მაძიებელი მოქალაქეების უფლება, რომლებიც მოსკოვის აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თვეების განმავლობაში არასათანადო პირობებში იმყოფებოდნენ.

გამოცემის ცნობით, ერაყის, პალესტინი, სირიისა და სომალის მოქალაქეებმა შერემეტიოვოს აეროპორტში თავშესაფრის მიღების შესახებ გადაწყვეტილების მოლოდინში 22 თვე გაატარეს. მათ იატაკზე, მატრასებზე ეძინათ და გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მიერ მიწოდებული საგანგებო რაციონით იკვებებოდნენ. არ ჰქონდათ შხაპის მიღებისა და საკვების მომზადების საშუალება.

სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, აღნიშნულ მოქალაქეებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩამორთმეული ჰქონდათ თავისუფლება და არაადამიანურ პირობებში ცხოვრობდნენ.

სასამართლომ რუსეთს ერაყისა და სირიის მოქალაქეებისთვის 20-20 ათასი ევროს, სომალელი მოქალაქისთვის - 26 ათასი ევროს, ხოლო პალესტინელისთვის - 15 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S