
კვიპროსში საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს
22/11/2019 06:16:03 სხვა, მსოფლიო
კვიპროსში საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მათ კვიპროსში არალეგალურად ყოფნა ედებათ ბრალად. დაკავება ქალაქ ლიმასოლში განხორციელდა.
მედია წერს, რომ საქართველოს მოქალაქეები ერთ–ერთ სამშენებლო კომპანიაში ყალბი დოკუმენტებით იყვნენ დასაქმებული. მათ სასამართლომ 8–დღიანი პატიმრობა შეუფარდა, შემდეგ კი სამშობლოში დეპორტაცია ემუქრებათ.