Accentnews.ge
შალვა პაპუაშვილი: რკინიგზასთან მიმართებით რუსეთისა და საქართველოს პოზიციები უცვლელია

შალვა პაპუაშვილი: რკინიგზასთან მიმართებით რუსეთისა და საქართველოს პოზიციები უცვლელია

29/06/2023 11:18:03 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმიანებარუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებას, რომლის თანახმად, რუსეთი მიმართავს ძალისხმევას სომხეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღსადგენად ოკუპირებული აფხაზეთის გავლით.

შალვა პაპუაშვილის თქმით, რკინიგზასთან მიმართებით რუსეთისა და საქართველოს პოზიციები უცვლელია.

"არაფერი ახალი არც რუსეთის პოზიციაში არ არის, რომ მას სურს რკინიგზა და არაფერი ახალი არც საქართველოს პოზიციაში არ არის, რომ ეს საკითხი არ განიხილება - ეს არის მოცემულობა, ყველაფერი დანარჩენი არის კონსპირაცია", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო გააგრძელებს თავისი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად მოქმედებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S