Accentnews.ge
სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საჩივარი უკრაინის წინააღმდეგ დაუშვებლად სცნო

სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საჩივარი უკრაინის წინააღმდეგ დაუშვებლად სცნო

29/06/2023 12:12:11 პოლიტიკა, სამართალი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად სცნო უკრაინის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას და ქვეყნიდან გაძევებას ეხებოდა.

უკრაინის მოქალაქე, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მის მიმართ დარღვეულად მიიჩნევდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლს, მათ შორის – მუხლებს, რომელთა თანახმად, გარანტირებულია თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება, უდანაშაულობის პრეზუმფცია, სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებებით სარგებლობა და აკრძალულია წამება და არაადამიანური, ან ღირსების შემლახავი მოპყრობა.

დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, სტრასბურგის სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად სცნო იმის გამო, რომ ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშუალებები ამოწურული არ იყო.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა 2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ დატოვა. 2015 წელს მას უკრაინის მოქალაქეობა იმჟამინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მისცა და ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა. სააკაშვილმა, რომელსაც უკრაინის მაშინდელ მთავრობასთან კონფლიქტი ჰქონდა და კორუფციაში ადანაშაულებდა, გუბერნატორის თანამდებობა 2016 წლის ნოემბერში დატოვა და რამდენიმე თვის შემდეგ პარტია "ახალ ძალთა კავშირი" შექმნა. 2017 წლის ივლისში პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. მოგვიანებით იგი პოლონეთის ტერიტორიაზე გააძევეს. 2019 წლის მაისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა აღუდგინა და იგი დაბრუნდა უკრაინაში, სადაც რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S