დეგნანი: ძალადობა მიუღებელია, თუ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ასეთ ბრალდებებს აპირებს, მაშინ ვფიქრობ, უნდა აღნიშნოს მაინც ვისზე საუბრობს
29/06/2023 17:04:57 პოლიტიკა
პარტიის თავმჯდომარე ასეთ ბრალდებების გაკეთებას თუ აპირებს, მაშინ, ვფიქრობ, როგორც მინიმუმ, უნდა აღნიშნოს მაინც ვისზე საუბრობს,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და მედიის წარმომადგენლებზე ბოლო დროის თავდასხმებზე ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ძალადობა მიუღებელია და ვფიქრობ, ეს ასევე გავიგონეთ, მერმა კალაძემ და ზოგიერთმა სხვამ აღნიშნეს, რომ ძალადობა მიუღებელია და პარტიის თავმჯდომარე ასეთ ბრალდებების გაკეთებას თუ აპირებს, მაშინ, ვფიქრობ, როგორც მინიმუმ უნდა აღნიშნოს მაინც ვისზე საუბრობს. თუ არა, მაშინ ეს მხოლოდ ჭორები და მეტი შეთქმულების თეორიებია, რომელთა გაჟღერება საზოგადოების დასაბნევად ხდება. აქ რაც მნიშვნელოვანია არის ის, რომ ეს ძალადობა ტრენდის დასაწყისს ჰგავს და ვფიქრობ, ეს ძალიან სახიფათო და უსიამოვნოა ქართველებისთვის, რომლებსაც წარსულში უნახავთ ასეთი კოორდინირებული ძალადობა. და ვფიქრობ, ძალიან დადებითი იქნება, თუ ქართველი ლიდერები ყველა პოლიტიკური პარტიიდან, ცხოვრების ყველა გზიდან ძალიან ნათელს გახდიან, რომ ძალადობა მიუღებელია და ამ თავდასხმებს ნათლად დაგმობენ. ასევე მნიშვნელოვანია იმ ხალხის დაპატიმრებასთან ერთად, რომლებიც თავიანთ სოციალურ ქსელებში აღიარებენ, რომ ძალადობა ჩაიდინეს, იყოს გამჭვირვალე გამოძიება და ბრალდებები. შედეგები უნდა არსებობდეს, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ასეთი ფორმის ძალადობა მიუღებელია”, - განაცხადა დეგნანმა.
ცნობისთვის: გუშინ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კონკრეტულმა ელჩმა ძალადობა წაახალისა.


