Accentnews.ge
დეგნანი: სანქციების საკითხი მუდმივ ყურადღებას მოითხოვს

დეგნანი: სანქციების საკითხი მუდმივ ყურადღებას მოითხოვს

29/06/2023 17:33:09 პოლიტიკა

სანქციების კოორდინატორმა ძალიან ნათლად თქვა, რომ საქართველოს ორგანოებთან თანამშრომლობას და პარტნიორობას ძალიან ვაფასებთ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბარისას განაცხადა.

„ვფიქრობ, როდესაც სანქციებზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ იმ კომპონენტების შეჩერებაზე, რომლებიც რუსეთს უკრაინაში ბრძოლის ველზე ხალხის მკვლელობის გაგრძელებაში ეხმარება. სანქციების კოორდინატორმა ძალიან ნათლად თქვა, რომ საქართველოს ორგანოებთან თანამშრომლობას და პარტნიორობას ძალიან ვაფასებთ. ბევრ მათგანთან ბევრი წლის განმავლობაში გვიმუშავია - საბაჟო, სასაზღვრო პოლიცია, ბევრი სხვა, ვინც ყველაფერს აკეთებენ, რათა აკონტროლონ საქართველოში რა შემოდის და რა გადის. ყველამ ვიცით, რომ ეს ძალიან რთული ამოცანაა. გზავნილი, რომელიც სანქციების კოორდინატორმა ჩამოიტანა, იყო ის, რომ ეს საკითხი მუდმივ ყურადღებას მოითხოვს. ზეწოლაა რუსეთისგან, რათა ეს ნაწილები მიიღოს და ერთ-ერთ გზა საქართველოს მსგავს მეზობელ ქვეყნებზე გადის. ასე რომ, გზავნილი არის: „მადლობა თანამშრომლობისთვის და პარტნიორობისთვის ამ სასიკვდილო ნაწილების ნაკადის შეჩერებაში და გთხოვთ, მომავალშიც ყურადღებით იყოთ, ვინაიდან ვხედავთ, რომ სანქციებისა და საექსპორტო კონტროლის გვერდის ავლაში რუსეთი ახალი გზების პოვნას ცდილობს“, - განაცხადა დეგნანმა.

ამავე თემაზე: რა თქვეს საქართველოს შესახებ აშშ–ისა და ბრიტანეთის წარმომადგენლებმა, რომლებიც სანქციების საკითხებზე მუშაობენ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S