
თალაკვაძე ოპოზიციას მიმართავს
22/11/2019 07:42:53 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარის აქრჩილ თალაკვაძის განცხადებით, ვერანაირი სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება ვერ მოხდება, პარლამენტი აგრძელებს საქმიანობას.
ამასთან, თალაკვაძე ირწმუნება, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და გამჭვირვალედ.
„ჩვენ ვენდობით ჩვენს თანამოქალაქებს და პატივს ვცემთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, არჩევანს, რომელსაც ჩვენი საზოგადოება გააკეთებს 2020 წლის არჩევნებში. ამიტომ, მოვუწოდებ ოპოზიციის იმ დესტრუქციულ ნაწილს, რომლის მთავარი პროგრამაც არის, როგორმე სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება გაიმეორონ ხშირად, ვერანაირი ბლოკირება ვერ მოხდება სახელმწიფო ინსტიტუტების. ეს ცდება, მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს და მომავალშიც ექნება სახელმწიფოს ამაზე რეაქცია. პარლამენტი აგრძელებს თავის საქმიანობას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის: 25 ნოემბრისთვის მასშტაბური აქციაა დაანონსებული. ოპოზიცია სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვს. მოგეხსენებათ, მსგავსი დაპირება "ქართულმა ოცნებამ" გასცა, თუმცა 4 თვეში შესაბამისი კანონპროექტი პარლამნეტში ჩააგდო. გუშინ პარტიის თავმჯდომარე ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს სეხვდა. ოპოზიცია უკან დახევას არ აპირებს.