Accentnews.ge
ელჩი – საქართველოს და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლის დაწყებაზე: "ვიმედოვნებთ, ვაჭრობა უფრო შორს წავა"

ელჩი – საქართველოს და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლის დაწყებაზე: "ვიმედოვნებთ, ვაჭრობა უფრო შორს წავა"

30/06/2023 06:51:32 პოლიტიკა

საქართველოში რუმინეთის ელჩი რაზვან როტუნდუ აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის საბორნე მიმოსვლის დაწყება მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს, სამხრეთ კავკასიის და თუნდაც ცენტრალური აზიის ევროკავშირთან კავშირისთვის. ამის შესახებ ელჩმა "აქცენტს" განუცხადა.

იგი იმედოვნებს, რომ "ვაჭრობა უფრო შორს წავა":

"მიგვაჩნია, რომ საქართველოს და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლის დაწყება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს, სამხრეთ კავკასიისა და თუნდაც ცენტრალური აზიის ევროკავშირთან კავშირისთვის. ვიმედოვნებთ, ოპერირება უწყვეტი იქნება. მოგეხსენებათ, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის კავშირი ევროკომისიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ვიმედოვნებთ, ეს მხოლოდ დასაწყისია და რომ ვაჭრობა უფრო შორს წავა".

ამასთან, დიპლომატმა კონსტანცას პორტის უპირატესობაზე გაამახვილა ყურადღება:

"კონსტანცას პორტის უპირატესობა არის ის, რომ მას აქვს პირდაპირი კავშირი დუნაისთან და, შესაბამისად, პორტში გაგზავნილი კონტეინერები შეიძლება, შემდგომში გადაიტანონ გერმანიაში დუნაის გავლით".

ცნობისთვის: საქართველოს და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლა 27 ივნისიდან დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S