Accentnews.ge
ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზის 9 კმ-იან მონაკვეთზე რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზის 9 კმ-იან მონაკვეთზე რეაბილიტაცია მიმდინარეობს

30/06/2023 07:52:10 რეგიონები, რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაური საავტომობილო გზის 9 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და ამ ეტაპზე, მიწის ექსკავაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა მიმდინარეობს.

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზა ერთმანეთთან აკავშირებს ტყიბულსა და ამბროლაურს.

„აღნიშნულ გზაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვანია რეგიონის სოციალ-ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის.

პროექტი 9 კილომეტრიანი გზის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობისეზოებშიშესასვლელები და საგზაო ნიშნები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქართული კომპანია შპს New Road ახორციელებს“, – ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S