Accentnews.ge
მცხეთის მერიასთან დაპირისპირებაა

მცხეთის მერიასთან დაპირისპირებაა

22/11/2019 08:14:12 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

ხმაურია მცხეთის მერიასთან, სადაც მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ოფისია განთავსებული. დაპირისპირებაა ბიუროს თანამშრომლებსა და დემონსტრანტებს შორის. 

"თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც მოქალაქეებს თვალები დათხარეთ",– მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს და ქალაქის მერს ხატია დეკანოიძემ, რომლებიც დემონსტრანტებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ. 

"გამგეობისა და საკრებულოებს, ქართული ოცნების" აქტივისტებს იცავს პოლიცია. პოლიცია იცავს ხუნდაძის კაბინეტს. ეს არის მათი სახე, რომელიც ბოლომდე გამოჩნდა. დაიწყეს აქტივის მობილიზბა",– აღნიშნა დეკანოიძემ.

ინცდენტი მოხდა მამუკა მდინარაძის ოფისთანაც. ერთმანეთს ბიუროს თანამშრომლები და ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფასაც: ერთ–ერთმა პირა სერგო რატიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა როგორც ცნობილია, ის არ დაუკავებიათ.   


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S