Accentnews.ge
უკრაინული დაზვერვა: ოკუპანტები თანდათან ტოვებენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს

უკრაინული დაზვერვა: ოკუპანტები თანდათან ტოვებენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს

30/06/2023 08:20:46 ევროპა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო კონტინგენტი თანდათან ტოვებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიას.

დაზვერვის სამმართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სადგური ერთ-ერთმა პირველმა დატოვა რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ სამმა თანამშრომელმა, რომლებიც სადგურზე მყოფ რუსებს ხელმძღვანელობდნენ. გარდა ამისა, უკრაინელმა თანამშრომლებმა, რომლებსაც „როსატომთან“ კონტრაქტი აქვთ, რეკომენდაცია მიიღეს, რომ სადგური 5 ივლისამდე დატოვონ და სასურველია, თუ ყირიმში წავლენ.

უკრაინის სპეცსამსახურის მონაცემებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია უკვე დატოვეს და ოკუპირებულ ყირიმში გაემგზავრნენ იურიდიული განყოფილების უფროსი, მთავარი ინსპექტორი და სადგურის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე, ხოლო სადგურზე დარჩენილებს მისცეს მითითება, რომ ნებისმიერი ავარიული სიტუაციის შემთხვევაში, უკრაინა დაადანაშაულონ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 ივნისს განაცხადა, რომ დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რუსეთი განიხილავს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე „ტერორისტული აქტის სცენარს" და ამისთვის ყველაფერი მზად აქვს.

ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური მდებარეობს ქალაქ ენერგოდართან, რომელიც 2022 წლის მარტიდან რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S