პრემიერი: "არსებული ავტოსადგურები, რომლებიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ჩვენ დავნერგავთ ევროპულ სტანდარტებს"
30/06/2023 08:43:20 პოლიტიკა
"არსებული ავტოსადგურები, რომლებიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენ დავნერგავთ ევროპულ სტანდარტებს", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
'ჩვენ დავიწყეთ მნიშნელოვანი რეფორმა, რომელიც ეხება საავტომობილო სამგზავრო გადაყვანას ქვეყნის შიგნით. გამოწვევა იყო და დღესაც რჩება ყველა დიდ ქალაქში და ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში არსებული ავტოსადგურები, რომლებიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენ დავნერგავთ ევროპულ სტანდარტებს. დავიწყეთ აქტიურად შეძენა ახალი ავტობუსების რეგიონებისთვის. ამ რეფორმის ფარგლებში მოხდება ავტობუსების სერთიფიცირება, სრული განახლება და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორების განებართვიანება, რათა მივაღწიოთ სამ უმთავრეს მიზანს: მგზავრთა გადაყვანის უსაფრთხოება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, კომფორტი და რა თქმა უნდა კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა", – განაცხადა პრემიერმა.


