
თალაკვაძე – ოზურგეთში გამართულ აქციაზე: "ეს იყო სასაცილო აქცია"
22/11/2019 08:25:08 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის მიერ ოზურგეთში, მის მაჟორიტარული ბიუროს ოფისთან გამართულ აქციას და ბოქლომის დადებას სასაცილოს უწოდებს.
„როგორც ყველამ ვნახეთ, ეს იყო საკმაოდ სასაცილო აქცია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ რამდენიმე მხარდამჭერი მივიდა მაჟორიტარული ბიუროს ოფისში, სადაც იმართებოდა მოქალაქეების მიღება. ჩემი ბიუროს ხელმძღვანელი ყველა სამუშაო დღის განმავლობაში მოქალქეებს იღებს და ესაუბრება. მათ სცადეს ბოქლომის დადება. როგორც ვხედავთ, ბოლქომის იქეთ ვერ მიდის კონკრეტული პოლიტიკური ძალის აზროვნება და პოლიტიკური ხედვა, რაც სამწუხაროა. პასუხიც ყველამ ვნახეთ, საზოგადოება ადგილზე ძალიან სწრაფად შეიკრიბა, მათ შორის, ისინი ვინც მიღებაზე იყვნენ. „ნაციონალური მოძრაობას“ საჩუქრად გადასცეს დაჟანგული, ძველი ბოქლომი“, - განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.
დილიდან მაჟორიტარულ ოლქებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. „ევროპული საქართველოს“ წევრებმა და სამოქალაქო ატივისტებმა პარლამენტის თავმჯდომარის, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის ბიუროს ოფისს ბოქლომი დაადეს. მათი განცხადებით, ადგილზე „ქართული ოცნების“ აქტივისტები და პოლიცია დაახვედრეს, რის გამოც ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას.