Accentnews.ge
მალიარი: უკრაინელმა სამხედროებმა სტრატეგიული ინიციატივა იგდეს ხელთ

მალიარი: უკრაინელმა სამხედროებმა სტრატეგიული ინიციატივა იგდეს ხელთ

30/06/2023 09:08:16 ევროპა

უკრაინელმა სამხედროებმა "სტრატეგიული ინიციატივა იგდეს ხელთ“ და ფრონტის ყველა მიმართულებით მიიწევენ წინ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

როგორც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, პროგრესი არსებობს როგორც აღმოსავლეთში (ბახმუტის გარშემო), ასევე სამხრეთით.

"თავად ქალაქში (ბახმუტი - რედ.) არ შევსულვართ. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბნების კონტროლს. თუმცა მთავარი ბრძოლები ახლა ქალაქის გარშემო მიმდინარეობს. და იქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეტევა რამდენიმე მიმართულებით მიდის. ეს არ არის მხოლოდ ფლანგები, არამედ ბევრად უფრო ფართო ფრონტი", - განაცხადა ანა მალიარმა.

მანამდე მედია წერდა, უკრაინელები ბახმუტის ოპერაქტიულ ალყაში მოქცევას ცდილობენ.

მალიარის თქმით, ოკუპანტებს ამ მიმართულებით დიდი ძალები ჰყავს მოზიდული და უკრაინის არმიას, როგორც ტექნიკის, ისე პირადი შემადგენლობის მხრივ, მოქმედება უხდება „მტრის აბსოლუტური უპირატესობის პირობებში“.

მანამდე უკრაინის გენშტაბი დილის ანგარიშში იუწყებოდა, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში, მოწინააღმდეგის სამეთაურო პუნქტებს, კონცენტრირების რაიონებსა და 13 საარტილერიო ქვედანაყოფს დაარტყეს.

უწყების ცნობით, ოკუპანტებმა გასული დღე - ღამის განმავლობაში, საერთო ჯამში, 29 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 60-ჯერ გაუხსნეს, საპასუხოდ უკრაინის საავიაციო ძალებმა ერთ დღეში 11 დარტყმა მიაყენეს იმ რაიონებს, სადაც მტრის პერსონალი იყო კონცენტრირებული.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგის მართვის 3 პუნქტს, ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 2 რაიონს, სარადარო სადგურსა და 13 საარტილერიო ქვედანაყოფს დაარტყეს“, - აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S