პრემიერი: დავიწყეთ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება, შეგვიძლია, როგორც სადაზვერვო, ისე ე.წ. კამიკაძე დრონები ვაწარმოოთ
30/06/2023 09:09:19 პოლიტიკა
დავიწყეთ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება, შეგვიძლია, როგორც სადაზვერვო, ისე ე.წ. კამიკაძე დრონები ვაწარმოოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
"რაც შეეხება თავდაცვას, ჯარში აქტიური აღმშენებლობა გრძელდება. ჩვენ ყოველ დღეს ვაძლიერებთ ჩვენს საამაყო ქართუ ჯარს. თითქმის დასრულდა ყველა სამხედრო ბაზის რეაბილიტაცია. სრული რეაბილიტაცია ჩავუტარეთ ჩვენს სამხედრო ბაზებს . ნატო–ს სტანდარტების შესაბამისობაში მოვიყვანეთ ყველა ის ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა. მიმდინარეობს აქტიურად შეიარაღების განახლება ჩანაცვლება შესყიდვა , მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების განახლება. ასევე დავიწყეთ "დრონების" წარმოება. ჩვენ შეგვიძლია ათასობით "დრონი" ვაწარმოოთ, როგორც სადაზვერვო, ასევე ე.წ. კამიკაძე დრონები", – განაცხადა პრემიერმა.


