Accentnews.ge
პოლონეთში რუსი ჰოკეისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

პოლონეთში რუსი ჰოკეისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

30/06/2023 09:47:54 ევროპა

პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა რუსი ჰოკეისტის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავების შესახებ, რომელიც ადგილობრივ გუნდში თამაშობდა.

უწყების ცნობით, სპორტსმენი აგროვებდა ინფორმაციას კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის ინტერესებიდან გამომდინარე.

ეჭვმიტანილი 11 ივნისს ქვეყნის სამხრეთში, სილეზიის სავოევოდოში დააკავეს, ორი დღის შემდეგ მას ლუბლინის სასამართლომ განუსაზღვრა პატიმრობა, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ 30 ივნისს გახდა ცნობილი, – იუწყება პოლონური მედია.

დაკავებულის ვინაობა არ საჯაროვდება.

პოლონეთის პირველი დივიზიონის "ზაგლებიეს" შემადგენლობაში სილეზიაში სოსნოვიეციდან 2021 წლიდან მცველის პოზიციაზე თამაშობს 20 წლის მაქსიმ სერგეევი.

დაკავებული სპორტსმენი მეთოთხმეტეა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულთა შორის. მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S