პრემიერი: "ვმუშაობთ პასპორტების განახლებაზე"
30/06/2023 09:55:39 პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა პასპორტების განახლებას გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ ასევე ვმუშაობთ ახალი, ეროვნული პასპორტების განახლებაზე. ჩვენი სურვილია 2024 წელს იყოს ახალი პასპორტი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტის პასპორტი უნდა გვქონდეს, არსებული უკვე მოძველებულია“, - განაცხადა ღარიბაშვილი.


