Accentnews.ge
სამართალდამცავებმა „ევროპული საქართველოს“ პრეს–სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

სამართალდამცავებმა „ევროპული საქართველოს“ პრეს–სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

22/11/2019 08:57:22 სხვა, სამართალი

სამართალდამცავებმა „ევროპული საქართველოს“ პრეს–სამსახურის თანამშრომელი თორნიკე დიასამიძე დააკავეს. დაკავება მცხეთაში, მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ბიუროს ოფისის ტერიტორიაზე მოხდა. ის სტიკერებს აკრავდა, რისი შეწყვეტისკენაც სამართალდამცავებმა მოუწოდეს.

„დააკავეს ჩვენი პრესსამსახურის უფროსი, არადა მას იქით დაესხა თავს „ზონდერი“. ამდენი სამართალდამცავია და ერთი არ ამბობს, ვინ არის უფროსი, ვის მოვკითხოთ რამე. იმის მაგივრად, რომ თავდასხმისგან დაეცვათ, პირიქით დააკავეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წევრმა დეპუტატმა სერგო რატიანმა.

დღეს დილიდან საპროტესტო აქციები მაჟორიტარულ ოლქებში მიმდინარეობს. დემონსტრანტები  მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების "დაბოქლომებას" ცდილობენ და ამ გზით გამოხატავენ პროტესტს პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების შესახებ. 

განახლება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთაში, აქციაზე დაკავებული „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის წარმომადგენელი და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ხელწერილით გაათავისუფლეს.

„ქალაქ მცხეთაში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს, ამავე პარტიის წარმომადგენლებსა და პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე ორი პირი დააკავეს.

პარტია „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის წარმომადგენელი თორნიკე დიასამიძე და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ალექსანდრე ფირუზაშვილი სამართალდამცველებმა გამოკითხვის შემდეგ ხელწერილით გაათავისუფლეს“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S