ინჯია – ღარიბაშვილს: ბევრი იცემა და კიდევ ბევრია საცემი, მიზეზი რა არის ბატონო პრემიერო?
30/06/2023 10:18:50 პოლიტიკა
"ევროპელი სოციალისტების" წევრი დეპუტატი ფრიდონ ინჯია ძალადობას ახალისებს და ამბობს, რომ "ჯაფარიძის, ბერძენიშვილის და სხვების შემდეგ კიდევ ბევრია საცემი". მისივე აზრით, "ამ სიას" შეიძლება, პარლამენტარებიც დაემატონ.
ინჯიას თქმით, პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი, რომელიც შეურაცხყოფასა და ცილისწამებას აკრძალავს, მათ შორის პატრიარქის მიმართ.
"როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში იცემა მიშველაძე, [სავარაუდოდ, გულისხმობს მიშა მშვილდაძეს] ბერძენიშვილი, ჯაფარიძე, ქუთელია და ამ სიას, პარლამენტის წევრები შეიძლება, შეემატონ და ბევრია კიდევ საცემი და მიზეზი რა არის ბატონო პრემიერ–მინისტრო?! მე ვფიქრობ, ეს არის ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ კანონის დღემდე არ მიღება, თუ იქება ასეთი კანონი, რომელიც შეურაცხყოფას აკრძალავს და ცილისწამებას, გინდაც უწმინდესის მიმართ, შეიძლება, ეს სია შემცირდეს და საერთოდ არ იყოს. ეს მოთხოვნა იყო და ეს ეხება კიდევ შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონს, აკრძალვა კი არ არის, აქ არის შეზღუდვა იმ ტერიტორიების, ლოკაციების, სადაც პროპაგანდა ამის თაობაზე არ უნდა იყოს. მაგალითისთვის, იქ სადაც თქვენ პატარა ბავშვი პირველ კლასში მიგყავთ, იქ არ იყოს სურათი, რომელიც არის, არ მინდა, ახლა, ეს უხერხულობას იწვევს მოსახლეობაში, 98%–ში. ასეთი კანონები, რამდენიმე, 4 მზად გვაქვს ჩვენ პოლიტიკურ ჯგუფს. ეს მოთხოვნა იყო და ეს მოთხოვნები იყო სოწრედ ათი ათასობით ადამიანი რომ შეიკრიბა 30 აპრილს [„უცნობის“ აქცია], ეს მოთხოვნები იქ იყო მაგრამ თუ „ოცნება“, თქვენ და თქვენი გუნდი მხარს არ დაუჭერთ ამას, აზრი არ აქვს რადგან ჩვენ მხოლოდ ოთხნი ვართ. თუ იქნება მხარდაჭერა ეს გარკვეულწილად პოლარიზაციასაც უშველის რაღცნაირად, სანამდე უნდა იცემონ ესენი და რამდენია კიდევ საცემი. ამას თქვენ უწყობთ ხელს რადგან არ არის კანონი, რადგან ხართ ხან იქით ხან აქეთ და თამაშობთ", - მიმართა ღარიბაშვილს ინჯიამ.


