Accentnews.ge
დეკანოიძე – პრემიერს - თქვენ ახალგაზრდებს „რუსულ კანონის“ გაპროტესტებისთვის სატანისტებს უწოდებდით, მაინტერესებს, ყველა, ვინც დასავლეთში განათლების მისაღებად მიდის სატანისტია?

დეკანოიძე – პრემიერს - თქვენ ახალგაზრდებს „რუსულ კანონის“ გაპროტესტებისთვის სატანისტებს უწოდებდით, მაინტერესებს, ყველა, ვინც დასავლეთში განათლების მისაღებად მიდის სატანისტია?

30/06/2023 10:38:11 პოლიტიკა

მთავრობის მეთაურმა თავისი დღევანდელი გამოსვლით საკუთარ თავსაც გადააჭარბა. - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მან პრემიერს რაამდენიმე კითხვიტ მიმართა.

„ბატონო ირაკლი, თქვენ საუბრობდით სტატუსზე და რაღაც კამპანიურად ამბობთ, რომ სტატუსი მნიშვნელოვანია და ა.შ. თქვენი გუნდის წარმომადგენელი, კახა კალაძე, ამბობს, რომელიც, თუ არ ვცდები, რაღაც თანამდებობას იკავებს „ქართლ ოცნებაში“, რომ სტატუსს თუ არ მოგვცემენ, ესეც არ არის პრობლემა და მე მაინტერესებს, იზიარებთ თუ არა თქვენ მის ამ განცხადებას, რომ თუ სტატუსს არ მოგვცემენ, ესეც პრობლემა არ არის?

მეორე, რაც მაინტერესებს, ეს არის, რატომ არ მიდიხართ ვილნიუსის სამიტზე და ხომ არ უკავშირდება ეს „გლობსეკზე“ თქვენს განცხადებებს, როდესაც ნატო-ს ასპირანტმა ქვეყანამ პირდაპირ დაადანაშაულა ნატო, თქვენს განცხადებას ვციტირებ, იმაში, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესია მოხდა და რატომ არ ესწრებით იმ ძალიან მნიშვნელოვან სამიტს?

თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც ჩვენს ახალგაზრდებს, ვინც აქ რუსულ კანონს აპროტესტებდა, სატანისტებს უწოდებდით. ამიტომ მე მართლა მაინტერესებს, ასე ფიქრობთ, თუ ყველა, ვინც დასავლეთში მიდის განათლების მისაღებად, მართლა სატანისტია? და მათ შორის ძალიან ბევრი თქვენი შვილებიც მიდიან. ახალს არაფერს არ ველოდებოდი აქ თქვენგან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დღეს თქვენს თავსაც გადააჭარბეთ“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S