
სამადაშვილი: ერმანეთთან დაპირისპირებული ორი ძალა ქართულ პოლიტიკას ცირკად აქცევს
30/06/2023 10:42:04 ციტატა
"ამ "შაპიტოში" მონაწილეობას არ ვაპირებ! ეს არის შეურაცხმყოფელი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა წარმომადგენლებიც აქ უნდა ვსაუბრობდეთ იმ მძიმე გამოწვევებზე, რომლებიც აქვთ ჩვენს თანამოქალაქეებს და ამის შესაძლებლობ არა გვეძლევა. არ გვეძლევა იმიტომ, რომ ორი ერმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალა ქართულ პოლიტიკას ცირკად აქცევს. სანამ ამ ცირკიდან არ გამოვიყვანთ ქართულ პოლიტიკას, მანამდე ჩვენ გზა არ გაგვეხსენა...საზოგადოებამ უნდა დაინახოს სიმართლე",– თქვა "ლელოს" წარმომადგენელმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში დღეს განვითარებული მოვლენების შეფასებისას.
მან სხდომათა დარბაზი პრემიერ–მინისტრის სიტყვით გამოსვლისას დატოვა.