ენმ საპენსიო ასაკის დაწევის ინიციატივით გამოდის
30/06/2023 10:49:42 პოლიტიკა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გამოდის საპენსიო ასაკის დაწევის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ისაუბრა.
"მე პირადად მოვიარე ათეულობით მუნიციპალიტეტი, ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდები მოსახლეობას და მთავარი პრობლემა, რაც ხალხს აწუხებს, რაზეც არ უსაუბრია ირაკლი ღარიბაშვილს [პარლამენტში ანგარიშით წარდგომისას], იგივე საპენსიო ასაკის დაწევაა. ამ ინიციატივით გამოვდივართ ჩვენ – "ნაციონალური მოძრაობა". ვამბობთ, რომ საპენსიო ასაკმა უნდა დაიწიოს და ყველასთვის გახდეს 60 წელი."- თქვა ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, უნდა დაწესდეს მინიმალური პენსია, რომელიც უნდა განისაზღვროს 400 ლარით:
"60 წელი რომ გახდება საპენსიო ასაკი, მინიმალური პენსია უნდა დაიწყოს 400 ლარიდან და არა ის, რომ 70 წლის შემდეგ გაგეზრდებათ თურმე პენსია. არსებობს კონკრეტული სტატისტიკა, რომ საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირებულია – საშუალოდ 72 წელს ცხოვრობს ქართველი!".


