Accentnews.ge
მანჯგალაძე – ღარიბაშვილს: ატერორებთ მოსახლეობას ვითომ, დიდი მშვიდობისმყოფელები ხართ, ქვეყანას მშვიდობა მოუტანა უკრაინელების თავდადებულმა ბრძოლამ, კიევი, რომ დაცემულიყო და არ ყოფილიყო წინააღმდეგობა, თქვენ რას აპირებდით?

30/06/2023 11:02:59 ციტატა

"ატერორებთ საქართველოს მოსახლეობას ვითომ, დიდი მშვიდობისმყოფელები ხართ და თქვენ მოუტანეთ ქვეყანას მშვიდობა. ქვეყანას მშვიდობა მოუტანა უკრაინელების თავდადებულმა ბრძოლამ, მათ შორის, იმ ქართველი ბიჭების, რომლებიც იქ იბრძვიან. პუტინმა ღიად გამოაცხადა, რომ საბჭოთა იმპერიის აღდგენა იყო ამოცანა, მაგრამ კიევთან წაიმტვრია კისერი. კიევი, რომ დაცემულიყო და არ ყოფილიყო წინააღმდეგობა, თქვენ რას აპირებდით? სერგო ორჯონიკიძესავით უომრად შემოუძღვებოდით საქართველოს? როგორ იცილებდით რუსეთთან ომს, მაინტერესებს. მაინტერესებს, როგორ იცილებდა რუსეთთან ომს ღარიბაშვილი, როდესაც პუტინმა პირდაპირ გამოაცხადა, რომ საბჭოთა ბოროტების იმპერიის აღდგენა იყო ამოცანა, წითელი დროშით მიადგნენ კიევს. რატომ ატერორებთ მოსახლეობას? რატომ უწყობთ ხელს ძალადობას?", – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S