Accentnews.ge
კასპში ხაბეიშვილის შეხვედრის პარალელურად ორგანიზებულ აქციაზე საჯარო მოხელეები ამოიცნეს

კასპში ხაბეიშვილის შეხვედრის პარალელურად ორგანიზებულ აქციაზე საჯარო მოხელეები ამოიცნეს

30/06/2023 11:07:34 პოლიტიკა, რეგიონები

კასპში, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე შეხვედრებს მართავს, მმართველი გუნდის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ისმოდა შეურაცხმყოფელი შეძახილები. შეკრებილთა შორის ამოიცნეს საჯარო უწყებებში დასაქმებული პირები. ერთ–ერთმა აქტიურმა ქალბატონმა თავდაპირველად სახელმწიფო ორგანიზაციაში დასაქმება უარყო, თუმცა შემდეგ თქვა, "თქვენ ვინ გკითხავთ? ჩემი ქალაქია! დასვენება მაქვს". თუმცა შეხვედრა მიმდინარეობს სამუშაო დღეს, სამუშაო საათებში.

მან საკუთარი მოტივაცია შემდეგნაირად განმარტა, "იმას ვაპროტესტებ, რომ არ ხალთ ხალხი".

მეორე ქალბატონმა კი თქვა, რომ "შვებულებაში ვარ და სადაც მინდა, იქ წავალ".

"ეს ადამიანები არიან შიდა ქარლის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული, არიან "ქართული ოცნების" მხარდამჭერები. მათი ნაწილი აიპ–ების თანამშრომელია, ნაწილი უბრალოდ მხარდამჭერი. ჩვენ გვქონდა ჩვენი შიდა შეხვედრა და ამის შესაძლებლობას არ გვაძლევდნენ. პოლიცია გამოვიძახეთ, თუმცა ორად ორი ადამიანი მოვიდა და რეაგირება არ მოუხდენიათ",– თქვეს ენმ–ის წარმომადგენლებმა.

როგორც იუწუებიან, დაზიანებულია ენმ-ის თავმჯდომარის ავტომობილი და ადგილზე ვითარება დაძაბული რჩება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S