Accentnews.ge
სამნიძე – პრემიერს: მსურს, დავიწყო თქვენი ძალიან სამარცხვინო რეპლიკით, როცა თქვით, რომ „მოგვიქსევენ ქალბატონებს“ - ძალიან ცუდია თუ ასე უყურებთ ქალი დეპუტატების აქტიურობას

სამნიძე – პრემიერს: მსურს, დავიწყო თქვენი ძალიან სამარცხვინო რეპლიკით, როცა თქვით, რომ „მოგვიქსევენ ქალბატონებს“ - ძალიან ცუდია თუ ასე უყურებთ ქალი დეპუტატების აქტიურობას

30/06/2023 11:30:46 პოლიტიკა

მე მინდა დავიწყო თქვენი, სამწუხაროდ, ძალიან სამარცხვინო რეპლიკით როცა თქვით რომ „მოგვიქსევენ ქალბატონებს“, ძალიან ცუდია თუ ასე უყურებთ ქალი დეპუტატების აქტიურობას,- ასე მიმართა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშით მისულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

სამნიძის თქმით, არანაკლებ სამწუხაროა, თუ პრემიერს ასეთივე დამოკიდებულება აქვს საკუთარი გუნდის წევრი ქალების მიმართ, რომლებიც არანაკლები კრიტიკით გამოირჩევიან ოპოზიციის მიმართ.

"მუსრს, დავიწყო თქვენი, სამწუხაროდ, ძალიან სამარცხვინო რეპლიკით, როცა თქვით, რომ „მოგვიქსევენ ქალბატონებს“. ძალიან ცუდია თუ ასე უყურებთ ქალი დეპუტატების აქტიურობას, მათ შორის კრიტიკულ შეკითხვებსა და ოპონირებას. არავინ არავის არ გიქსევთ და ცუდია, ასევე, თუ თქვენ ასეთივე დამოკიდებულება საკუთარი გუნდის წევრი ქალების მიმართ გაქვთ, რომლებიც არანაკლები კრიტიკით გამოირჩევიან ოპოზიციის მხარეს. ამიტომ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, არ მგონია, რომ სწორი იყოს ასეთი ტიპის რეპლიკები ქალი დეპუტატების მისამართით. მინდა, გკითხოთ, თქვენ ისაუბრეთ ბევრ პოზიტიურ წინსვლაზე ამ ქვეყანაში, მაგრამ არ თქვით იმ აგრესიაზე და დაპირისპირებაზე და კონკრეტული თავდასხმების ფაქტებზე, რაც ქვეყანაშია. გთხოვთ, თქვენი პოზიცია გვითხრათ, პირადი, რას ფიქრობთ ამ აგრესიაზე, თავდასხმებზე და გთხოვთ, ასევე, რომ შეეცადოთ და სიტყვა „მაგრამ“ არ გამოიყენოთ თუ დაგმობთ ძალადობას“,- განაცხადა სამნიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S