Accentnews.ge
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შინაგან საქმეთა მინისტრისგან კასპში მომხდარ ინციდენტზე დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შინაგან საქმეთა მინისტრისგან კასპში მომხდარ ინციდენტზე დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს

30/06/2023 11:40:19 პოლიტიკა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შინაგან საქმეთა მინისტრისგან კასპში მომხდარ ინციდენტზე დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს.

ენმ–ის წევრები ასევე აცხადებენ, რომ ისინი ახლა მიემართებიან კასპში და "არ მოუსმენენ რუს პრემიერს".

"ახლა, როდესაც ჩვენ ვისმენთ ღარიბაშვილის მხრიდან ტყუილს წარსულზე, ტყუილს აწმყოზე და მომავალზე, სწორედ, ამ წუთებში, რუსული ოცნების მხრიდან ორგანიზებული, ბიუროკრატიული ბანდიტები იყვნენ მიქსეული პენსიონერებთან და ჰქონდათ მცდელობა, რომ ჩაეშალათ ენმ-ის თავმჯდომარის და ლიდერების შეხვედრა პენსიონერებთან. ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ აღდგეს კანონიერება, დაისაჯონ მოძალადეები და აღკვეთონ უკანონობა. პუტინისტურმა ბანდიტოკრატიულმა რუსულმა ოცნებამ, ივანიშვილის რეჟიმმა საქართველო აქცია ძალადობის პოლიგონად, შექმნა ძალადობის სპირალი, სადაც ფიზიკურად უსწორდებიან კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, მედიის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს, პენსიონერებს. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ რეაგირებას შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან. ჩვენს მივემართებით სწორედ კასპში იმიტომ, რომ ახლა პოლიტიკური ეპიცენტრი არის სწორედ ის და არ ვაპირებთ, რომ მოვუსმინოთ რუს პრემიერს, რომელიც მორიგ ჯერზე ვამხილეთ ქვეყნის ღალატში."- განაცხადეს ენმ–ის წევრებმა ბრიფინგზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S