Accentnews.ge
ბრიტანელმა მინისტრმა ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა და გადადგა

ბრიტანელმა მინისტრმა ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა და გადადგა

30/06/2023 13:40:45 ევროპა

დიდი ბრიტანეთის გარემოს დაცვის მინისტრმა ზაკ გოლდსმიტმა თანამდებობა დატოვა და ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრ რიში სუნაკი გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ „ინტერესის ნაკლებობაში“ დაადანაშაულა.

გოლდსმიტმა გადადგომის შესახებ Twitter-ზე დაწერა.

„პრობლემა ის კი არ არის, რომ მთავრობა მტრულად არის განწყობილი გარემოს მიმართ, არამედ ის, რომ თქვენ, ჩვენს პრემიერ-მინისტრს ეს უბრალოდ არ გაინტერესებთ“, - თქვა მან.

ყოფილი მინისტრის თქმით, სუნაკის პოზიციამ ხელისუფლების „პარალიზი“ გამოიწვია გარემოს დაცვის საკითხებში.

გოლდსმიტმა თქვა, რომ გაერთიანებული სამეფო „გადავიდა მსოფლიო სცენაზე და დათმო ლიდერობა კლიმატისა და ბუნების საკითხებში“.

”მთავრობის ეს აპათია ჩვენს წინაშე არსებული უდიდესი გამოწვევის წინაშე, შეუძლებელს ხდის, გავაგრძელო საქმიანობა. ამიტომ, იძულებული ვარ, წავიდე",–განმარტა გოლდსმიტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S