
Tesla-მ ახალი "პიკაპი" წარადგინა
22/11/2019 09:40:51 სხვა, ეს საინტერესოა
ამერიკულმა კომპანია Tesla-მ ახალი პიკაპი წარმოადგინა. Cybertruck იმავე მასალისგან არის აწყობილი, რომელსაც კომპანია SpaceX-ის რაკეტების შესაქმნელად იყენებს.
ფუნქციური მონაცემებით, ელექტრომობილი საწვავზე მომუშავე Ford F-150-ს პოპულარულ მოდელს ჰგავს. ახალ მოდელს 1,5 ტონა ტვირთის ტარება შეუძლია.
დამუხტული აკუმულატორით Cybertruck 400-დან 800-ს კილომეტრამდე მანძილს გადის. პიკაპის ღირებულება 40-დან 70 ათას დოლარამდე იქნება. Cybertruck-ების სერიული წარმოება 2021 წლიდან დაიწყება.