Accentnews.ge
ჟოვკვა: ზელენსკი NATO-ს სამიტზე არ წავა, თუ ლიდერები სიმამაცის ნაკლებობას გამოავლენენ

ჟოვკვა: ზელენსკი NATO-ს სამიტზე არ წავა, თუ ლიდერები სიმამაცის ნაკლებობას გამოავლენენ

30/06/2023 13:50:07 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში, ნატოს სამიტზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავა, თუ უკრაინა დამაკმაყოფილებელ შედეგს მიიღებს. ამის შესახებ Reuters-თან ინტერვიუში პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, ზელენსკის დიპლომატიურმა მრჩეველმა იჰორ ჟოვკვამ განაცხადა.

კითხვაზე, რა მინიმალური პირობებია ზელენსკის ნატოს სამიტზე დასწრებისთვის, ჟოვკვამ პარლამენტში მის გამოსვლაზე გაამახვილა ყურადღება, სადაც უკრაინის ლიდერმა თანამედროვე მსოფლიოში გამბედაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

"პრეზიდენტი არ წავა სამიტზე, თუ ლიდერები გამოიჩენენ ან გამოავლენენ სიმამაცის ნაკლებობას, მაშინ როცა უკრაინა მთელი სიმამაცით, ნებისყოფით და ძალით და მაღალი ზნეობით ებრძვის რუსეთის აგრესიას".

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ვილნიუსის სამიტზე წასვლას "აზრი არ აქვს, თუ იქ შედეგი არ იქნება."

მან თქვა, რომ უკრაინა ახლა უფრო ახლოს არის ალიანსში მოწვევის მიღებასთან, ვიდრე "ექვსი თვის წინ."

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S