
"პატრიოტთა ალიანსი" დამოუკიდებელი საპროტესტო აქციისთვის ემზადება
22/11/2019 10:11:14 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
"პატრიოტთა ალიანსი" პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადებას განაგრძობს და დამოუკიდებელი საპროტესტო აქციისთვის ემზადება, რომელიც 23 ნოემბერს სპორტის სასახლეში გაიმართება.
პარტიის ერთ–ერთი ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, ხელისუფლება პრობლემების გადასაფარად ინარჩუნებს ბოროტ ძალას და ცდილობს, საზოგადოებას გადაავიწყოს ტყუილი, რომელიც ხელისუფლებამ საარჩენო სისტემასთან დაკავშირებით ჩაიდინა.
"ჩვენ არ ვაპირებთ ბოროტ ძალასთან შეთანხმებას",– განაცხადა ინაშვილმა.